სიტყვა "multimedia" მომდინარეობს ინგლისურიდან - "multi" ნიშნავს ბევრს და "media" საშუალებას. ამ განმარტებიდან გამომდინარე,ჩემი აზრით,მულტიმედია საშუალებები არის გზა იმისა,რომ მიიღო უამრავი ინფორმაცია ტექსტური,ვიზუალური თუ ხმოვანი ფორმით. ეს არის გზა იმისა,რომ არა მარტო მიიღო ინფორმაცია,არამედ თავადაც გასცე ის. მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე ანუ მაგალითად მხოლოდ ტექსტის ან სურათის სახით იყოს წარმოდგენილი,მაგრამ შესაძლებელია მათი გაერთიანებაც,მაგალითად,ტექსტის,სურათის და ხმის შერწყმა.
რაც შეეხება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) - ეს არის ტექნოლოგიები,რომლებსაც ვიყენებთ როგორც ინფორმაციის მოსაძიებლად,ასევე საკომუნიკაციოდაც. ისტ შესაძლებელია გამოვიყენოთ გაკვეთილზე,როდესაც გვსურს,რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ვიზუალური ან თუნდაც ხმოვანი ინფორმაცია. ისტ-ის გამოყენება ასევე ეფექტურია საშინაო დავალების მიცემის დროს. შესაძლებელია მოსწავლეებს ისეთი დავალება მივცეთ,რომელიც მოითხოვს ან ტექსტის აკრეფას,ან ინფორმაციის მოძიებას კომპიუტერის გამოყენებით.ასეთი დავალება ბავშვებს ბევრ უნარს უვითარებს.
ისტ-ის დანიშნულებაა ახალი ინფორმაციის მოძიება და კომუნიკაცია.ხოლო ვებ ტექნოლოგიები კი გულისხმობს პროგრამების შექმნას ასევე როგორ განვათსოოთ ესა თუ ის ინფორმაცია სხვადასხვა ქსელში. იმისათვის, რომ გავიდეთ ესგ-ს მიხედვით ისტ-თვის განკუთვნილ მიზანზე, ერთ-ერთი საშუალება არის სწორედ ვებ ტექნოლოგიები.
დღესდღეობით უამრავი სახის მულტიმედიური საშუალება არსებობს,რომელთა გამოყენება სასწავლო პროწესში აქტუალური და მნიშვნელოვანია.
საგაკვეთილო პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება მიიღწევა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების(ისტ) დახმარებით.ისტ ისწავლება სკოლებში.ამ საგნის სწავლება მოსწავლეს უვითარებს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

No comments:
Post a Comment