
საგნის ფარგლებში ვისწავლეთ PPT პრეზენტაციების აწყობა და მათი დიდ აუდიტორიაში გამოყენების წესები. ესაა საკითხი, რომელიც გარკვეულწილად მწვავედ დგას დღესდღეობით, ვინაიდან ასე თუ ისე, ისევ სიახლეა და მომხსენებლებს უჭირთ დარეგულირება როგორც ვუზუალური მხარის, ასევე ტექსტის ლიმიტის დაცვა.
საგნის ფარგლებში კი გავეცანით რა ზღვარი უნდა დაუდოს მომხსენებელმა მთავარ და მეორეხარისხოვან მასალას, რა უნდა გკეთდეს სლაიდებზე და რა არა. ეს კი დაგვეხმარება დიდ აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებაში.
დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში დიდი აუდიტორიები ფართოდაა გავრცელებული, რაც არაეფექტურია არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების თვალსაზრისით, მაღალი დონის აზროვნებისთვის, მომავალი სწავლისათვის მოტივაციის შესანარჩუნებლად და ა.შ. ამის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენება დიდ აუდიტორიასთან და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. მრავალფეროვნება შეიძლება მიღწეულ იქნეს ლექციაზე ისეთი მასალების წარმოდგენით, რომელიც არ შედის კურსის სახელმძღვანელოში, მაგ, სურათების, სლაიდების და სხვა ვიზუალური საშუალებების ჩვენებით. ასევე თემატიკის შეცვლით ან სტუდენტებისათვის სხვადასხვა დავალებების შეთავაზებით, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებით, რაც გულისხმობს წყვილებში მუშაობას ან ჯგუფრი აქტივობების შესრულებას და სხვა.
ფართო აუდიტორიასთან მუშაობის პროცესში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია პრეზენტაციის საშუალებით ახალი თემის ახსნა და აუდიტორიის დაინტერესება. ამა თუ იმ თემის ვიზუალურად წარმოჩენისათვის ჩვენ ხშირად მივმართავთ Power Point-ს. ერთია როდესაც ზეპირად ესაუბრებით აუდიტორიას და მეორეა ამის პარალელურად ვიზუალურად აღიქვამს და თვალს ადევნებს თემის ირგვლივ ძირითად იდეებს.ის ყველაზე ეფექტურია დიდ აუდიტორიასთან მუშაობის პროცესში.სლაიდებზე დატანილი უნდა იქნას მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი,საკვანძო საკითხები, ფრაზები თუ ციტატები,რადგან ჩვენ უნდა ვმართოთ ის და არა მან ჩვენ. ეს საშუალებას გვაძლევს მთელი პრეზენტაციის პროცესში ჩართული გვყავდეს აუდიტორია, არ მივცეთ მოდუნების საშუალება და რაც მთავარია არ დაავიწყდეთ რა თემის ირგვლივ არის განხილვა. სწორედ ვიზუალური მასალა გვეხმარება კონცენტრირებოის მოხდენაზე და მთელი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს ჩართულობაში,რათა არ გამოგვრჩეს თემის ირგვლივ საინტერესო ფაქტები. ყოველივე ეს კი მოსწავლეს უფრო აქტიურს, დაინტერესებულს და მოტივირებულს გახდის.
კურის ფარგლებში უფრი უკეთ ვისწავლე POWER POINT ის გამოყენება შევქმენი პრეზენტაცია თემაზე : "ბუნების სიმეტრია და სიმეტრიის ბუნება" .აქ ამ პროექტრში მოსწავლის ერთ -ერთ აქტივობად წამორდგენილი მაქვს სწორედ PPT პრეზენტაცია:
No comments:
Post a Comment