ვფიქრობ, რომ ავტონომიურობა ჩამოყალიბებადი და ცვლადი უნარია. ამ სტრატეგიების სწორად გამოყენებაა სწორედ საფუძველი იმისა, რომ მომავალ ცხოვრებაში მათ აღარ გაუჭირდებათ დამოუკიდებლად აზროვნება და ქმედება, ასევე მინიჭებული თავისუფების სწორად გაგება. ეს მეთოდი მოსწავლეების სხვა უნარ-ჩვევების ავტომატურად განვითარებას შეუწყობს ხელს, ისინი შეძლებენ უფრო თავისუფლად კომუნიკაციას, ანუ შეეძლებათ ნასწავლის სკოლის გარეთ გამოყენება, ასევე თავისუფალი თხზულების წერისას, ისინი აღარ იაზროვნებენ შეზღუდულად, თავისუფლად დაწერენ საკუთარ მოსაზრებას.
ზოგადად რომ ვთქვათ, ავტონომიის მინიჭება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო ადვილად შეიძენენ ე.წ პროდუქტულ უნარ-ჩვევებს. (ზეპირი და წერითი მეტყველება)
ანუ ეს ასპექტი - ავტონომიურობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მისაღწევად.
ამ მხრივ, ვფიქრობ განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აქვთ ბევრი სამუშაო და მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული, არა მხოლოდ ეს ასპექტი.
ასევე აქვე წარმოვაგინე 1 კომპიუტერიანი გაკვეთილის გეგმა.სადაც მასწავლებელს მხოლოდ ერთი კომპიუტერი აქვს გაკვეთილზე და გთავაზობთ თუ როგორ არის შესაძლებელი გაკვეთილის პროცესის ასე წარმართვა :
1-კომპუტერიანი გაკვეთილის
გეგმა
კლასი: X კლასი
ხანგრძლივობა: 60 წუთი
მასალები: ტექნოლოგიური კომპონენტი (მიუთითეთ ლინკი):
სხვა
მასალები: სკოლის
სახელმძღვანელო მათემატიკა X კლასი (გოგიშილი , ვეფხვაძე), დაფა ცარცი , 1 კომპიუტერი.
გაკვეთილის თემა : მიმდევრობები
, კერძოდ ფიბონაჩს რიცხვები.
გაკვეთილის მიზნები: გაკვეთილის მიზანია გაიაზრონ ბავშვებმა რა არის რიცხვთა
მიმდევრობები და გაეცნონ მის ერთ-ერთ სახეს ფიბონაჩის რიცხვებს.ისწავლონ ოქროს კვეთა
და დააკავშირონ ახალი მასალა ცხოვრებასთან რამდენად საჭიროა მისი ცოდნა.
მსვლელობა
1 . ახსნა/პრეზენტაცია : პირველ რიგში მასწავლებელი ხსნის დაფასთან თუ რა არის
მიმდევრობა.რა და რა სახის მიდევრობები არსებობს და გამოყოფს მათგან ფიბონაჩის მიმდევრობას.
უხსნის თუ რას წარმოადგენს და როგორ მიიღება თითოეული მომდევნო წევრი.ანუ ზოგადად მიმოიხლილავს
და დაფაზე ანახებს თვალსაჩნოდ ყველაფერს. (10წთ)
2 . აქტივობა 1 -მასწავლებელი იყინებს კომპიუტერს და შედის ზემოთ ხსენებულ
საიტებზე.მას აქვს ფურცლებზე დაწერილი მოსწავლეთა სახელები.ამოიღებს ჯერ ერთს რომელი
მოსწავლის სახელიც ამოვა გამოიყვანს კომპიუტერთან . კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ
აბზაცს და სთხოვს წაკითხული გადასცეს თანაკლასელებს რაც შეიძლება გასაგებ ენაზე.საჭიროების
შემთხვევაში გამოიყენებს დაფასააც.შემდეგ მეორეს , მესამეს და ასე აგრძელებს სანამ
მასალა არ ამოიწურება. (20წუთი)
3 . აქტივობა 2 - მასწავლებელი
კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად.და ავალებს თითოეულ ჯგუფს წაიკითონ მის მიერ მითითებული მასალა.
პირველი ჯგუფი კითხულობს მიმდევრბებისა და
ფიბონაჩის რიცხვების შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი ოქროს კვეთის შესახებ. აკავშირებენ
ამ მასალას ინტერნეტში მოძიებულთან , რაც წიგნში
წაიკითხეს მას ამატებენ ახალს რაც წინა აქტივობაში თანაკლასელების გადმოცემულიდან გაიგეს
და აკეთებენ პრეზენტაციას.აკავშირებენ ცოდნას ცხოვრებისულ მოვლენებთან. (20წუთი)
4 . აქტივობა 3 - მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს უსვამს მოსწავლეებს
შეკითვებს რითაც ამოწმებს რამდენად კარგად და გააზრებულად გაიგეს ახალი მასალა და რამდენად
დაუკავშირეს მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას. (10წუთი)
რომელ სასწავლო სტილს
პასუხობს: ტაქტილურს , ვიზუალურს და მოსმენით სტილს.
ტექნოლოგიის ალტერნატივა
(იმ შემთხვევისთვის,
თუკი დაგეგმილის მიხედვით ვერ ხერხდება მუშაობა): იმ შემთხვევაში
თუ დაგეგმილის მიხედვით არ წარიმართა გაკვეთილი და აქტივობა -1 არ გამოვიდა მასწავლებელი
მოცემულ ლინკებზე გადავა და მოასმენინებს მოსწავლეებს
ახალ ინფორმაციას. ჩავურთავთ რამოდენიმეჯერ რო დაიმახსოვრონ ბავშვებმა მოსმენილი და
პარალელურად მასწალვლებელი იმუშავებს დაფასთან რომ იქ მოსმენილი კარგად გაიაზრონ.
საშინაო დავალება: პროექტი თემაზე
: „ ფიბონაჩს რიცხვები და პროპორციები „
შესაძლო ხარვეზები: შესაძლოა აქტივობა
1-ში გამოყენებულმა მეთოდმა შექმნას სხვადასხვა პრობლემა . შესაძებელია ზოგი მოსწავლე
ვერ გამოვიდეს კომპიუტერათან და არ მოუწიოს წაკითხვა და ახნა. ამიტომ მას ინტერესი
დაეკარგება და გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად ვეღარ ჩაერთვება. ასევე ისიც შესაძლებელია
,რომ ზოგს კომპლექსი ჰქონდეს გამოსვლის და ამ ყველაფრის გაკეთების,ეგონოს რომ ასე უცებ
ერთ წაკითხვით ვერ გამოუვა ტექსტის დამახსოვრება და შემდეგ გადაცემა თანაკლასელთათვის,
ამიტომ ეს გამოიწყვევს გაკვეთილის პროცესის შეფერხებას.
No comments:
Post a Comment