Sunday, June 10, 2018

პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა



განათლების სპეციალისტების მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ, საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად, მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში  გამოადგებათ, არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად და მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევადაც. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის განათლებისადმი ზოგადი მიდგომა, რომელიც პირველად გამოიყენეს კანადელმა სპეციალისტებმა. დღეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა გამოიყენება როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში. კვლევები ადასტურებს, რომ ამ მიდგომით განათლებამიღებული მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ პროფესიულ ცხოვრებაშიც და აკადემიურ სფეროშიც. ისინი კარგად და თავისუფლად ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.


ამ თემის ფარგლებში გავეცანით და შევისწავლეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი_WebQuest.შევქმენით ჩვენი პროექტის ნიმუში. ამ პრეექტზე ვიმუშავეთ მე და ჩემმა კოლეგამ .გთავაზობთ ჩვენს მიერ ჩექმნილ პორექტს

No comments:

Post a Comment