Sunday, June 10, 2018
ბლოგი
აუცილებლად უნდა აღვნიშნო,რომ ამ საგნის ფარგლებში ვისწავლე ბლოგის შექმნა ,უკეთესად გავიაზრე ბლოგის არსი და დავფიქრდი მის გამოყენებაზე სწავლის პროცესში.
ჩემი მოსაზრება ბლოგის შესახებ ამგვარი გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ვებ-საიტს, სადაც რეგულარულად შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩანაწერები, როგორიცაა: სხვადასხვა მოვლენების აღწერა, ახალი ამბავის განხილვა კონკრეტული თემის შესახებ, ონლაინ დღიურის წარმოება და სხვა. რაც შეეხება ბლოგის სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებას, ის კარგი საშუალებაა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის განსათავსებლად მაგ. გაკვეთილის გეგმა, პროექტი, შეფასება, პრეზენტაცია და ა.შ. ბლოგი კარგი საშუალებაა ასევე იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ნაწარმოების ან თემის შესწავლის დასრულების შემდეგ გადმოსცენ შესწავლილი მასალის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები; ის კარგი სშუალებაა ახალი მასალის ასახსნელად პრეზენტაციის საშუალებით ,შემაჯამებელი სამუშაოს შესასრულებლად,საშინაო დავალებებისთვის , მოსწავლეთა ნამუშევრების განთავსებისათვის და სხვ.სწავლების პროცესში ბლოგის გამოყენებით კომუნიკაცია ეფექტური ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.ბლოგის საშუალებით მოსწავლე-მასწავლებლები ეხმარებიან ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას.მოსწავლეები კრიტიკულად უყურებენ თავიანთ ნამუშევრებს და მუდმივ განვითარებას ცდილობენ.
ვფიქრობ,ბლოგის გამოყენებით სწავლების პროცესში მივიღებთ გლობალურ აუდიტორიას,ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და თვითშეფასების ამაღლებას...
ეს არის ჩემს მიერ შექმნილი ბლოგი :
https://ninoberoshvili19931993.blogspot.com/
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment