Sunday, June 10, 2018





მოგესალმებით.  ამ ბლოგში მე გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებებსა და შდაბეჭდილებებს  მულტიმედია საშუალებების სასწავლო კურსის შესახებ.
. წარმოგიდგენთ ერთგვარ შეჯამებას სასწავლო კურსის-"მულტიმედია სწავლება-სწავლის პროცესში".ამ კურსმა მრავალფეროვანი ცოდნა შემძინა.ამ საგნის საშუალებით სხვაგვარად შევხედე სწავლების პროცესს,გავიაზრე თუ რაოდენ საჭიროა ამ პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება.კურსის ფარგლებში შევისწავლეთ სხვადასხვა სასწავლო მასალების შექმნა,რასაც აქტიურად ვიყენებ სკოლაში მუშაობის პერიოდში.

რა არის მულტიმედია საშუალებები.მულტიმედიის როლი და მიზნები სწავლება-სწავლის პროცესში



სიტყვა "multimedia" მომდინარეობს ინგლისურიდან - "multi" ნიშნავს ბევრს და "media" საშუალებას. ამ განმარტებიდან გამომდინარე,ჩემი აზრით,მულტიმედია საშუალებები არის გზა იმისა,რომ მიიღო უამრავი ინფორმაცია ტექსტური,ვიზუალური თუ ხმოვანი ფორმით. ეს არის გზა იმისა,რომ არა მარტო მიიღო ინფორმაცია,არამედ თავადაც გასცე ის. მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე ანუ მაგალითად მხოლოდ ტექსტის ან სურათის სახით იყოს წარმოდგენილი,მაგრამ შესაძლებელია მათი გაერთიანებაც,მაგალითად,ტექსტის,სურათის და ხმის შერწყმა.
რაც შეეხება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) -  ეს არის ტექნოლოგიები,რომლებსაც ვიყენებთ როგორც ინფორმაციის მოსაძიებლად,ასევე საკომუნიკაციოდაც. ისტ შესაძლებელია გამოვიყენოთ გაკვეთილზე,როდესაც გვსურს,რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ვიზუალური ან თუნდაც ხმოვანი ინფორმაცია. ისტ-ის გამოყენება ასევე ეფექტურია საშინაო დავალების მიცემის დროს. შესაძლებელია მოსწავლეებს ისეთი დავალება მივცეთ,რომელიც მოითხოვს ან ტექსტის აკრეფას,ან ინფორმაციის მოძიებას კომპიუტერის გამოყენებით.ასეთი დავალება ბავშვებს ბევრ უნარს უვითარებს.
ისტ-ის დანიშნულებაა ახალი ინფორმაციის მოძიება და კომუნიკაცია.ხოლო ვებ ტექნოლოგიები კი გულისხმობს პროგრამების შექმნას ასევე  როგორ განვათსოოთ ესა თუ ის ინფორმაცია სხვადასხვა ქსელში. იმისათვის, რომ გავიდეთ ესგ-ს მიხედვით ისტ-თვის განკუთვნილ მიზანზე, ერთ-ერთი საშუალება არის სწორედ ვებ ტექნოლოგიები.
დღესდღეობით უამრავი სახის მულტიმედიური საშუალება არსებობს,რომელთა გამოყენება სასწავლო პროწესში აქტუალური და მნიშვნელოვანია.
საგაკვეთილო პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება მიიღწევა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების(ისტ) დახმარებით.ისტ ისწავლება სკოლებში.ამ საგნის სწავლება მოსწავლეს უვითარებს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

ბლოგი





აუცილებლად უნდა აღვნიშნო,რომ ამ საგნის ფარგლებში ვისწავლე ბლოგის შექმნა ,უკეთესად გავიაზრე ბლოგის არსი და დავფიქრდი მის გამოყენებაზე სწავლის პროცესში.
 ჩემი მოსაზრება ბლოგის შესახებ ამგვარი გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ვებ-საიტს, სადაც რეგულარულად შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩანაწერები, როგორიცაა: სხვადასხვა მოვლენების აღწერა, ახალი ამბავის განხილვა კონკრეტული თემის შესახებ, ონლაინ დღიურის წარმოება და სხვა.  რაც შეეხება ბლოგის სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებას, ის კარგი საშუალებაა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის განსათავსებლად მაგ. გაკვეთილის გეგმა, პროექტი, შეფასება, პრეზენტაცია და ა.შ. ბლოგი კარგი საშუალებაა ასევე იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ნაწარმოების ან თემის შესწავლის დასრულების შემდეგ გადმოსცენ შესწავლილი მასალის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები; ის კარგი სშუალებაა ახალი მასალის ასახსნელად პრეზენტაციის საშუალებით ,შემაჯამებელი სამუშაოს შესასრულებლად,საშინაო დავალებებისთვის , მოსწავლეთა ნამუშევრების განთავსებისათვის და სხვ.სწავლების პროცესში ბლოგის გამოყენებით კომუნიკაცია ეფექტური ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.ბლოგის საშუალებით მოსწავლე-მასწავლებლები ეხმარებიან ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას.მოსწავლეები კრიტიკულად უყურებენ თავიანთ ნამუშევრებს და მუდმივ განვითარებას ცდილობენ.
ვფიქრობ,ბლოგის გამოყენებით სწავლების პროცესში მივიღებთ გლობალურ აუდიტორიას,ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და თვითშეფასების ამაღლებას...

ეს არის ჩემს მიერ შექმნილი ბლოგი : 

https://ninoberoshvili19931993.blogspot.com/

ისტ–ის როლი სასწავლო პროცესში


რათქმაუნდა  საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი;ასევე იმისათვის რომ რომ მოსწავლემ მიაღწიოს გარკვეულ შედეგს აუცილებელია მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები უნდა გათვაკლისწინებულ იქნას აგრეთვე ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკის შესაბამისი ინტერესები რომელთა გათალისწინების გარეშე მოსწავლე ვერ დაძლევს პროგრამას და დარჩება განათლების მიღმა. სწავლა ნიშნავს არა ინფორმაციის შეძენას ,არამედ ინფორმაციის ,უნარ ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;. სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზა არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.სკოლას მოსწავლეს უნდა შესთავაზოს განსხვავებული გზები ,მიდგომები და საშუალებები.მთავარი არის  არა ცოდის ოდენობა,არამედ ხარისხი.არანაირ შედეგზე არ გავა მოსწავლე თუ მას ეს ინდორმაცია გაზეპირებულიაქვს და არა შეგნებულად შეთვისებული,რადგან ეს დროთა განმავლობაში დაავიწყდება.ასევე არაშეგნებული შეთვისება და ინფომრაციის არახარისხიანად მიღება მას არანაირ წარმატებას არ მოუტანს უფრო მეტიც შესაბამის სიტუაციაში ის ვერ გამოიყენებს ამ ცოდნას. მთავარია არა მარტო რა ისწავლა მოსწავლემ ,არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის მრაქტიკაში გამოყენება.
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ სასწავლო პროცესში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
  • ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;
  • ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად;
  • ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.
  • ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
    • ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
    • ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
    • ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით);
    • სივრცული წარმოდგენის უნარი;
    • თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
    • სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.

საძიებო სისტემები



ამ კურსის ფარგლებში ვისწავლეთ სხვადასხვა საძიებო და სოციალური "ბუკმარკინგის"სისტემების გამოყენება ინფორმაციის მოძიების,კატეგორიზაციისა და შენახვის მიზნით.ერთ-ერთი  ელექტრონული ინსტრუმენტი,delicious.com,ძალიან მომეწონა .
ეს ელექტრონული ინსტრუმენტი ძალზედ სასარგებლოა თითოეული ადამიანისთვის.ჩვენ შეგვიძლია საინტერესო თემები მოვიძიოთ და შევინახოთ.მისი ნახვა კი მისაწვდომი ხდება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.ასევე კარგი ფუნქციაა გაზიარება მეგობრებისთვის.

ონლაინ კითხვარი




საგანი მულტიმედია სწავლა-სწავლების პროცესში ბევრ საინტერესო სიახლეს გვთავაზობს. მათ შორისაა კითხვარის შექმნა.ამ კურსის შესწავლის დროს ჩემი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ონლაინ კითხვარის შედგენამ,რაც მაინტერესებდა და მეგონა რთულად გასაკეთებელი იყო 
კითხვარის ფორმატი ძალზე მოქნილია. ასეთი ფორმით გამოკითხვა  შეიძლება აწარმოო სახლიდან გაუსვლელად. ამ დროს კი ზოგავ დროსა და ენერგიას. 

გთავაზობთ ჩემს მიერ გაკეთებულ კითხვარს:


https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfvk47H383wkT3VcF7WEbFTpw8IhnLi3mhG11QFTqKq6WhDFw/viewform

პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა



განათლების სპეციალისტების მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ, საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად, მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში  გამოადგებათ, არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად და მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევადაც. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის განათლებისადმი ზოგადი მიდგომა, რომელიც პირველად გამოიყენეს კანადელმა სპეციალისტებმა. დღეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა გამოიყენება როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში. კვლევები ადასტურებს, რომ ამ მიდგომით განათლებამიღებული მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ პროფესიულ ცხოვრებაშიც და აკადემიურ სფეროშიც. ისინი კარგად და თავისუფლად ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.


ამ თემის ფარგლებში გავეცანით და შევისწავლეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი_WebQuest.შევქმენით ჩვენი პროექტის ნიმუში. ამ პრეექტზე ვიმუშავეთ მე და ჩემმა კოლეგამ .გთავაზობთ ჩვენს მიერ ჩექმნილ პორექტს

შეფასების რუბრუკა




კუსის ფარგლებში ვისწავლე შეფასების რუბრიკის გაკეთება.შეფასების კითხვარი ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობისას. თანამედროვე სტანადარტებით მოსწავლემ  უნდა იცოდეს რატომ უწერენ კონკრეტულ შეფასებას. 
   კითხვარის შედგენა ონლაინ მოსახერხებელია იმიტომ, რომ მასწავლებელს საშუალება ეძლევა მოსწავლეებს და არა მარტო მოსწავლებს, მშობლებსაც გააცნოს თუ რა კრიტერიუმებით აფასებს მათ შვილებს. ასევე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სადაც ინტერნეტი არის. მასწავლებელ აქვს შესაძლებლობა შედგენილი კითხვარი მოიძიოს.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შედგენილ რუბრიკას:

ონლაინ და ოფლაინ ტესტები და სავარჯიშოები






ონლაინ ტესტი იქნება ის ქვიზი თუ სხვა სახის სავარჯიშო გვეხმარება ჩვენ ოპერატიულად ,ობიექტურად შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწეული დონე, სწრაფი მარტივი და ეფექტური საშუალება  არის არა მარტო ჩვენთვის არამედ მოსწავლეებისთვისაც.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო საიტს:
1. https://www.onlineexambuilder.com/ - ეს არის საიტი რომელიც გვეხმარება შევქმნათ ტესტები საგამოცდოდ.
2 . https://quizizz.com/ - ეს არის საიტი სადაც შეგიძლით შექმნათ ონლაინ ქვიზები
3. https://www.classmarker.com/ - აქ შეგიძლით შექმნათ ონლაინ ტეტსები 

ასევე კურსის ფარგლებში ვისწავლე ოფლაინ ტესტის შედგენა.წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმილ ტესტს: https://quizizz.com/print/quiz/5b06bf629beb700019cc8e01

ტექნოლოგია და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან



    საგნის ფარგლებში ვისწავლეთ PPT პრეზენტაციების აწყობა და მათი დიდ აუდიტორიაში გამოყენების წესები. ესაა საკითხი, რომელიც გარკვეულწილად მწვავედ დგას დღესდღეობით, ვინაიდან ასე თუ ისე, ისევ სიახლეა და მომხსენებლებს უჭირთ დარეგულირება როგორც ვუზუალური მხარის, ასევე ტექსტის ლიმიტის დაცვა.
   საგნის ფარგლებში კი გავეცანით რა ზღვარი უნდა დაუდოს მომხსენებელმა მთავარ და მეორეხარისხოვან  მასალას, რა უნდა გკეთდეს  სლაიდებზე და რა არა. ეს კი დაგვეხმარება დიდ აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებაში.

დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში დიდი აუდიტორიები ფართოდაა  გავრცელებული, რაც არაეფექტურია არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების თვალსაზრისით, მაღალი დონის აზროვნებისთვის, მომავალი სწავლისათვის მოტივაციის შესანარჩუნებლად და ა.შ. ამის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენება დიდ აუდიტორიასთან და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. მრავალფეროვნება შეიძლება მიღწეულ იქნეს ლექციაზე ისეთი მასალების წარმოდგენით, რომელიც არ შედის კურსის სახელმძღვანელოში, მაგ, სურათების, სლაიდების და სხვა ვიზუალური საშუალებების ჩვენებით. ასევე თემატიკის შეცვლით ან სტუდენტებისათვის სხვადასხვა დავალებების შეთავაზებით, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებით, რაც გულისხმობს წყვილებში მუშაობას ან ჯგუფრი აქტივობების შესრულებას და სხვა.

ფართო აუდიტორიასთან მუშაობის პროცესში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია პრეზენტაციის საშუალებით ახალი თემის ახსნა და აუდიტორიის დაინტერესება. ამა თუ იმ თემის ვიზუალურად წარმოჩენისათვის ჩვენ ხშირად მივმართავთ Power Point-ს. ერთია როდესაც ზეპირად ესაუბრებით აუდიტორიას და მეორეა ამის პარალელურად ვიზუალურად აღიქვამს და თვალს  ადევნებს თემის ირგვლივ ძირითად იდეებს.ის ყველაზე ეფექტურია დიდ აუდიტორიასთან მუშაობის პროცესში.სლაიდებზე დატანილი უნდა იქნას მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი,საკვანძო საკითხები, ფრაზები თუ ციტატები,რადგან ჩვენ უნდა ვმართოთ ის და არა მან ჩვენ.  ეს საშუალებას გვაძლევს მთელი პრეზენტაციის პროცესში ჩართული გვყავდეს აუდიტორია, არ მივცეთ მოდუნების საშუალება და რაც მთავარია არ დაავიწყდეთ რა თემის ირგვლივ არის განხილვა.  სწორედ ვიზუალური მასალა გვეხმარება კონცენტრირებოის მოხდენაზე და მთელი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს ჩართულობაში,რათა არ გამოგვრჩეს თემის ირგვლივ საინტერესო ფაქტები.  ყოველივე ეს კი მოსწავლეს უფრო აქტიურს, დაინტერესებულს და მოტივირებულს გახდის.

კურის ფარგლებში უფრი უკეთ ვისწავლე POWER POINT ის გამოყენება შევქმენი პრეზენტაცია თემაზე : "ბუნების სიმეტრია და სიმეტრიის ბუნება"  .აქ ამ პროექტრში მოსწავლის ერთ -ერთ აქტივობად წამორდგენილი მაქვს სწორედ PPT პრეზენტაცია:
                                      http://zunal.com/webquest.php?w=381992

ტესტები ,ქვიზები ,პორსტერები





კურსის ფარგლებში ვისწავლეთ ტესტების,ქვიზებისა და პოსტერების გაკეთება,რაც ძალიან სასარგებლოა მასწავლებლისთვის. ეს არის იოლი გზა მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებასა და შეფასებაში.
 მე გაგიზიარებთ ჩემს მიერ შექმნილ:

            კოდი : AM8436N
  
ქვიზს:  https://join.quizizz.com      კოდი :611975
  
 პოსტერი შეგვიძლია საკმაოდ მნიშვნელოვან სასწავლო ინსტრუმენტად ვაქციოთ სწავლების პროცესში,ვფიქრობ, ამ რესურს ხშირად გამოვიყენებ, რომ თვალსაჩინოდ წარმოვადგინო სასურველი მასალა... ერთად მოვუყარო თავი საინტერესო ელემენტებს... საკმაოდ პრაქტიკულია. მაგალითად, მათემატიკაში, პოსტერის საშუალებით შესაძლებელია თვალსაჩინოდ წარმოვადგინო ფიგურები და მათი დამახიასიათებელი თვისებები და ასე შემდეგ...გთავაზობთ ჩემს მიერ სასწავლო მიზნებისთვის შექმნილ პოსტერს












მოსწავლის ავტონომიურობის წახალისება ისტ–ის მეშვეობით

აქ გვაეცანი თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ავტონომიურობის წახალისება ისტ-ის მეშვეობით.
ვფიქრობ, რომ ავტონომიურობა ჩამოყალიბებადი და ცვლადი უნარია.  ამ სტრატეგიების სწორად გამოყენებაა სწორედ საფუძველი იმისა, რომ მომავალ ცხოვრებაში მათ აღარ გაუჭირდებათ დამოუკიდებლად აზროვნება და ქმედება, ასევე მინიჭებული თავისუფების სწორად გაგება.  ეს მეთოდი მოსწავლეების სხვა უნარ-ჩვევების ავტომატურად განვითარებას შეუწყობს ხელს, ისინი შეძლებენ უფრო თავისუფლად კომუნიკაციას, ანუ შეეძლებათ  ნასწავლის სკოლის გარეთ გამოყენება, ასევე თავისუფალი თხზულების წერისას, ისინი აღარ იაზროვნებენ შეზღუდულად, თავისუფლად დაწერენ საკუთარ მოსაზრებას. 
ზოგადად რომ ვთქვათ, ავტონომიის მინიჭება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო ადვილად შეიძენენ ე.წ  პროდუქტულ უნარ-ჩვევებს. (ზეპირი და წერითი მეტყველება) 
 ანუ ეს ასპექტი - ავტონომიურობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მისაღწევად.
ამ მხრივ, ვფიქრობ განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აქვთ ბევრი სამუშაო და მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული, არა მხოლოდ ეს ასპექტი.

ასევე აქვე  წარმოვაგინე 1 კომპიუტერიანი გაკვეთილის გეგმა.სადაც მასწავლებელს მხოლოდ ერთი კომპიუტერი აქვს გაკვეთილზე და გთავაზობთ თუ როგორ არის შესაძლებელი გაკვეთილის პროცესის ასე წარმართვა : 

1-კომპუტერიანი გაკვეთილის გეგმა
კლასი:   X კლასი
ხანგრძლივობა:  60 წუთი
მასალები:   ტექნოლოგიური კომპონენტი (მიუთითეთ ლინკი):
  სხვა მასალები: სკოლის სახელმძღვანელო მათემატიკა X კლასი (გოგიშილი , ვეფხვაძე), დაფა ცარცი , 1 კომპიუტერი.

 გაკვეთილის თემა :    მიმდევრობები , კერძოდ ფიბონაჩს რიცხვები.
 გაკვეთილის მიზნები: გაკვეთილის მიზანია გაიაზრონ ბავშვებმა რა არის რიცხვთა მიმდევრობები და გაეცნონ მის ერთ-ერთ სახეს ფიბონაჩის რიცხვებს.ისწავლონ ოქროს კვეთა და დააკავშირონ ახალი მასალა ცხოვრებასთან რამდენად საჭიროა მისი ცოდნა.
      მსვლელობა
1 . ახსნა/პრეზენტაცია : პირველ რიგში მასწავლებელი ხსნის დაფასთან თუ რა არის მიმდევრობა.რა და რა სახის მიდევრობები არსებობს და გამოყოფს მათგან ფიბონაჩის მიმდევრობას. უხსნის თუ რას წარმოადგენს და როგორ მიიღება თითოეული მომდევნო წევრი.ანუ ზოგადად მიმოიხლილავს და დაფაზე ანახებს თვალსაჩნოდ ყველაფერს. (10წთ)
2 . აქტივობა 1 -მასწავლებელი იყინებს კომპიუტერს და შედის ზემოთ ხსენებულ საიტებზე.მას აქვს ფურცლებზე დაწერილი მოსწავლეთა სახელები.ამოიღებს ჯერ ერთს რომელი მოსწავლის სახელიც ამოვა გამოიყვანს კომპიუტერთან . კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ აბზაცს და სთხოვს წაკითხული გადასცეს თანაკლასელებს რაც შეიძლება გასაგებ ენაზე.საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს დაფასააც.შემდეგ მეორეს , მესამეს და ასე აგრძელებს სანამ მასალა არ ამოიწურება. (20წუთი)
3 . აქტივობა 2  - მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად.და ავალებს თითოეულ ჯგუფს წაიკითონ მის მიერ მითითებული მასალა. პირველი ჯგუფი კითხულობს მიმდევრბებისა  და ფიბონაჩის რიცხვების შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი ოქროს კვეთის შესახებ. აკავშირებენ ამ მასალას  ინტერნეტში მოძიებულთან , რაც წიგნში წაიკითხეს მას ამატებენ ახალს რაც წინა აქტივობაში თანაკლასელების გადმოცემულიდან გაიგეს და აკეთებენ პრეზენტაციას.აკავშირებენ ცოდნას ცხოვრებისულ მოვლენებთან. (20წუთი)
4 .  აქტივობა 3  - მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს უსვამს მოსწავლეებს შეკითვებს რითაც ამოწმებს რამდენად კარგად და გააზრებულად გაიგეს ახალი მასალა და რამდენად დაუკავშირეს მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას. (10წუთი)
რომელ სასწავლო სტილს პასუხობს:  ტაქტილურს , ვიზუალურს და მოსმენით სტილს.
    ტექნოლოგიის ალტერნატივა (იმ შემთხვევისთვის, თუკი დაგეგმილის მიხედვით ვერ ხერხდება მუშაობა):  იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილის მიხედვით არ წარიმართა გაკვეთილი და აქტივობა -1 არ გამოვიდა მასწავლებელი მოცემულ ლინკებზე გადავა და  მოასმენინებს მოსწავლეებს ახალ ინფორმაციას. ჩავურთავთ რამოდენიმეჯერ რო დაიმახსოვრონ ბავშვებმა მოსმენილი და პარალელურად მასწალვლებელი იმუშავებს დაფასთან რომ იქ მოსმენილი კარგად გაიაზრონ.
საშინაო დავალება:  პროექტი თემაზე :  „ ფიბონაჩს რიცხვები და პროპორციები „
შესაძლო ხარვეზები:   შესაძლოა აქტივობა 1-ში გამოყენებულმა მეთოდმა შექმნას სხვადასხვა პრობლემა . შესაძებელია ზოგი მოსწავლე ვერ გამოვიდეს კომპიუტერათან და არ მოუწიოს წაკითხვა და ახნა. ამიტომ მას ინტერესი დაეკარგება და გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად ვეღარ ჩაერთვება. ასევე ისიც შესაძლებელია ,რომ ზოგს კომპლექსი ჰქონდეს გამოსვლის და ამ ყველაფრის გაკეთების,ეგონოს რომ ასე უცებ ერთ წაკითხვით ვერ გამოუვა ტექსტის დამახსოვრება და შემდეგ გადაცემა თანაკლასელთათვის, ამიტომ ეს გამოიწყვევს გაკვეთილის პროცესის შეფერხებას.

ვიდეო

ამ საგანმა ასევე მასწავლა თუ როგორ შევქმნა ვიდეო.აქ წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ პატარა საინტერესო ვიდეოს:   https://spark.adobe.com/video/cvrEVdZywLAYT



ბეიჯი

კურსის ფარგლებში ვისწავლე ბეიჯის გაკეთება რომელიც ძალიან კარგი საშუალება განმავითარებელი შეფასებითვის.ჩემი ზრით განმავითარებელი შეფასება ეხმარება სტუდენტს გახდეს უფრო მოტივირებული.ასევე აწოდებს მათ  ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება სტუდენტებს ადეკვატური თვითშეფასების,საკუთარი ძლიერი და სისტი მხარეების დანახვაში , სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში. მე შვექმენი სამი ტიპის ბეიჯი:
ბრინჯაო-   https://app.openbadges.me/view/#!/badge?badgeid=89169bec-b91a-4f13-8cc2-be1c471202c8


მოცემული ბეიჯებით შევაფასე ჩემი თავი ამ საგნის ფარგლებში ჩემი აქტივობეის მიხედვით.გთავაზობთ თვითშეფასების რუბრიკას:

Criteria
Golden
Silver
Bronze
Total/Score/Comment/Grade
ფორუმებზე აქტიურობა დაპოსტვა განსაზღვრულ დროში.
ყველა დავალებაში დაპოსტილი მაქვს ფორუმზე.დავალებას ვასრულებდი დროულად. ვაკეთებდი იმ დროში რა დროც მოცემული მქონდა.
    თითქმის ყველა ფორუმზე მაქვს დაპოსტილი.უმეტესობა დავალება დროულად მაქვს შესრულებული.
     ფორუმთა რაოდენობის ნახევარზე მაქვს  დაპოსტილი და აქედან თითქმის ყველა დროულად მაქვს შესრულებული.
   Golden
სხვადასხვა თემებში პრაქტიკული დავალებების შესრულება(ტესტები,
ბოლოგები,ქვზები...)
     პრაქტიკული დავალებებლიდან ყველა მაქვს შესრულებული
პრაქტიკული დავალებებლიდან თითქმის ყველა მაქვს შესრულებული.
პრაქტიკული დავალებებლიდან ნახევარი მაქვს შესრულებული.
  Golden
ლექტორის მიერ ატვირთულ კითვხარებში აქტიურობა.
     ლექტორის მიერ ატვირთული ყველა კითხვარი მაქვს შევსებული.
ლექტორის მიერ ატვირთული უმეტესობა კითხვარი მაქვს შევსებული
    ლექტორის მიერ ატვირთული ნახვეარი კითხვარი მაქვს შევსებული.
  Golden
ფორუმებზე სხვა სტუდენტების აქტივობების ნახვა და პასუხების გაცემა მათ დაპოსტილებზე.
     ყველა დაპოსტილი ნანახიმაქვს  სტდენტების  და თითქმის ყველას გავეცი პასუხი
ვნახულობი სხვა სტუდენტებს დაპოსტილებს , მაგრამ არ გამიცია არცერთისთვის პასუხი
     ნანახიმაქვს რამდენიმე სტუდენტის დაპოსტილი,მაგრამ არ გამიცა არცერთისთვის პასუხი
Silver
ლექტორის მიერ ატვირტული თეორიული მასალის კითხვა.
    ყველა ლექტორის მიერ ატვირთული მასლა მაქვს წაითხული არც ერთი არ დამიტოვებია წაკითვის გარეშე.
უმეტესობა მასალა მაქვს წაკითხული რომელიც ლექტორმა ატვირთა.
    ნახევარი მაქვს წაკითხული იმ მასალათა შორის რომელიც ლექტორმა აგვიტვირთა.
Silver


ამ ბეიჯის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი მოსწავლეები შეაფასოთ.ეს რათქმაუნდა მათთვის უფრო საინტერესო იქნება რადგან მოსწავლეებს ძალიან უყვართ სიახლეები და დაეხმარებათ ეს შეფასება მათ მოტივაციის ამაღლებაში.უფრო ეცდებიან მეტი და მეტი გააკეთონ, რადგან დაიმსახურონ მასწავლებლისგან შექება.


დასკვნა 

საბოლოოდ  შეჯამების სახით ვიტყვი, რომ კურსი ჩემთვის საინტერესო იყო. გავიგე ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე, რაც აქამდე არ გამომიყენებია. შევქმენი ბლოგი, ონლაინ კითხვარი, პოსტერი, შეფასების რუბრიკები და Web Quest.აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში მასწავლებელი თუ არაა აღჭურვილი მსგავსი ინსტრუმენტებით წარმატების მიღწევა გაუჭირდება.სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამ კურსმა ნათლად დამანახა და გამააზრებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლება-სწავლის პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება, ასევე შემასწავლა, მიღებული ცოდნის საფუძველზე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, საკუთარი სასწავლო მასალების შექმნა, რასაც ვფიქრობ, რომ აქტიურად გამოვიყენებ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში.