
რათქმაუნდა საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი;ასევე იმისათვის რომ რომ მოსწავლემ მიაღწიოს გარკვეულ შედეგს აუცილებელია მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები უნდა გათვაკლისწინებულ იქნას აგრეთვე ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკის შესაბამისი ინტერესები რომელთა გათალისწინების გარეშე მოსწავლე ვერ დაძლევს პროგრამას და დარჩება განათლების მიღმა. სწავლა ნიშნავს არა ინფორმაციის შეძენას ,არამედ ინფორმაციის ,უნარ ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;. სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზა არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.სკოლას მოსწავლეს უნდა შესთავაზოს განსხვავებული გზები ,მიდგომები და საშუალებები.მთავარი არის არა ცოდის ოდენობა,არამედ ხარისხი.არანაირ შედეგზე არ გავა მოსწავლე თუ მას ეს ინდორმაცია გაზეპირებულიაქვს და არა შეგნებულად შეთვისებული,რადგან ეს დროთა განმავლობაში დაავიწყდება.ასევე არაშეგნებული შეთვისება და ინფომრაციის არახარისხიანად მიღება მას არანაირ წარმატებას არ მოუტანს უფრო მეტიც შესაბამის სიტუაციაში ის ვერ გამოიყენებს ამ ცოდნას. მთავარია არა მარტო რა ისწავლა მოსწავლემ ,არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის მრაქტიკაში გამოყენება.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ სასწავლო პროცესში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
- ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;
- ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად;
- ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.
- ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
- ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
- ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
- ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით);
- სივრცული წარმოდგენის უნარი;
- თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
- სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.